აღარ მინდა დავიწყო ჩემი პოსტი იმით, თუ როგორ გადავიღალე დღეს, თუმცა ფაქტია...
ჯერ ამას მოუსმინე,
ამჟერად მატარებელი წავა ბათუმში, სადაც მასაკელა იმღერებს Stimela-ს...
უხდება ზაფხულს პატარა თავგადასავლები, ზღვაც და ჯაზიც. მთავარია მოინდომო და ინატრო, ცოტაც ფული მოაგროვო, შვებულება აიღო და ბათუმში Black Sea Jazz Festival-ზე აღმოჩნდე.
ბოლო დროს საქართველოში შეიმჩნევა დიდი კულტურული გამოცოცხლება. ჯაზ შემსრულებლებისთვის საქართველოში კონცერტის გამართვა ერთგვარი ეგზოტიკაცაა და გარკვეულწილად ალბათ სასიამოვნოც. ჩვენს საზოგადოებაში ამ ჟანრის მუსიკას ნამდვილად ბევრი გათვითცნობიერებული მიმდევარიც ყავს.
ეს კი მაკება, მასაკელას ქალბატონი :) და სამხრეთ აფრიკა...
overjazzed
more jazzy than ever...
Saturday, June 26, 2010
Tuesday, June 15, 2010
Sunday, June 13, 2010
What about your Comp?
Thursday, June 10, 2010
პროფესიით-ფინანსისტი
მოაზროვნე ადამიანები სხვადასხვანაირად გადაამუშავებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, ანიჭებენ სხვადასხვა პრიორიტეტებს, სხვადასხვაგვარად იღებენ, და გამოყოფენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას.
ასეთ ადამიანებს შინაარსობრივი მხარე აქვთ პასიურ მეხსიერებაში. აქტუალურია შინაარსის შედარებითობა, ლოგიკური ჯაჭვის შექმნა, კავშირი.
საზოგადოებას აკლია IQ, ლოგიკა, რაციონალიზმი.
შემეცნებით-ინტელექტუალური აზროვნების მქონე ადამიანები კარგად იმახსოვრებენ ყველა წაკითხული წიგნის შინაარსს დეტალებში, არ ავიწყდებათ ნაწარმოების გმირები, ისტორიული წლები, სხვადასხვა ხელოვანის (არც თუ ისე ცნობილის) ბიოგრაფიები თუ რომელიმე ფილოსოფოსის გამონათქვამები. ასეთ "ჰუმანიტარ" ადამიანებს განათლებულებს უწოდებენ საზოგადოებაში და ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მაღალი IQ.

ასეთ ადამიანებს შინაარსობრივი მხარე აქვთ პასიურ მეხსიერებაში. აქტუალურია შინაარსის შედარებითობა, ლოგიკური ჯაჭვის შექმნა, კავშირი.
საზოგადოებას აკლია IQ, ლოგიკა, რაციონალიზმი.
Saturday, May 29, 2010
WonderWall
ცხოვრებაში ძალიან ბევრი უცნაური რამეები ხდება, ზოგი მნიშვნელოვანი. ზოგიც- ცოტა უმნიშვნელო :)
ჩემი ძველი ბლოგის საფუძვლიანი მიტოვების შემდეგ სურვილი გამიჩნდა ახალი ბლოგი გამეკეთებინა, ხოდა ვზივარ ჩემს კომპიუტერთან, ვუსმენ Nick Cave-ს, ხოდა ბლოგსპოტზე შესვლისას სარეგისტრაციოში ავკრიფე ჩემი ძველი მეილის მისამართი და მისივე ფასვორდი და აღმოვჩნდი ამ ბლოგზე :)))))
ადრე შემიქმნია და მის შესახებ ნამდვილად არ მახსოვდა არაფერი.
ასე, რომ ამ ბლოგს ვპირდები, რომ დიიდი ხანი არ მივატოვებ :)
ესეც დღევანდელი დღისთვის...

Monday, September 21, 2009
Hello world!!!
გამარჯობა, ჩემო ბლოგის მკითხველებო და პოტენციურო მკითხველებო,
ისევ მომინდა ბლოგის გაკეთება, აი რამ გადამაწყვეტინა- არ ვიცი. ალბათ ზოგზოგიერთმა საინტერესო ადამიანმა თავისი საინტერესო ბლოგებით და იდეებით.
გიტოვებთ ადამიანს, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია სენტიმენტალიზმის შეგრძნება.
ისევ მომინდა ბლოგის გაკეთება, აი რამ გადამაწყვეტინა- არ ვიცი. ალბათ ზოგზოგიერთმა საინტერესო ადამიანმა თავისი საინტერესო ბლოგებით და იდეებით.
ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად რა სტილის იქნება, მაგრამ მგონი არც ძაან ყოველდღიური ალბათ. ჩემთან ერთად ბლოგსაც არ ეცლება ყოველდღიური წვრილმანებისთვის. უბრალოდ მოუსმინეთ და ნუ შეხედავთ კრიტიკულად იმას, რაც აქ დავწერე. ნუ ეცდებით შეაფასოთ რამე. ძნელია? მმმ…
გიტოვებთ ადამიანს, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია სენტიმენტალიზმის შეგრძნება.
Subscribe to:
Posts (Atom)